უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები გზებზე არსებული საფრთხის გამო არ გაიხსნება

უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრის განცხადებით, დღეს უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება. ამის მიზეზად ირინა ვერეშჩუკი საბრძოლო მოქმედებების ზონაში არსებულ რთულ მდგომარეობას ასახელებს.

„გზებზე უსაფრთხოება დაცული არ არის, ამიტომ დღეს ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება. მე მივმართავ ყველას, ვინც ელოდება ევაკუაციას. გამაგრდით, მოთმინება მოიკრიბეთ!“ – ა​ღნიშნა ვერეშჩუკმა.

 

მსგავსი თემები