,,უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხელი შეუშალეს რუსეთის მიერ მათი ქვეყნის დაპყრობას”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი “ტვიტერზე” განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ პუტინმა აგრესიულ ომში, თავისი გრანდიოზული ამბიციები ვერ განახორციელა.

“პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ხელისუფლებაში რჩებიან, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებსაც შეუერთდნენ მამაცი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობა, ხელი შეუშალეს რუსეთის მიერ მათი ქვეყნის დაპყრობას,”- წერს ბაიდენი.

ბაიდენის განცხადებით, შტატების და მისი მოკავშირეების ერთობა მოწმობს, რომ პუტინი ვერასდროს შეძლებს უკრაინის ოკუპაციას.

მსგავსი თემები