,,ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ ყველა ტყუის?”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილის მდგომარეობა მძიმეა და ერთ კვირაზე მეტია მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. ალასანია ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც,  პოლიტიკური სპეკულაციაა სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე საუბარი.

,,ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ ყველა ტყუის? მთელი მსოფლიო ტყუის? მე მქონდა ინფორმაცია, რომ გუშინ თითქოს დათანხმდნენ რომ ეს ადამიანი უნდა შეეშვათ, მიეცათ ლიცენზია, ველოდებოდით, რომ მოხდებოდა მისი შეყვანა დაჩქარებული ტემპით, ხომ არის ასეთი განსაკუთრებული შემთხვევა როცა ჯანმრთელობას ეხება არა? როგორც ჩანს არაფერი აღარ არსებობს საერთოდ. ისე დამთავრდა დღე, რომ შედეგი ვერ მივიღე და დღეს ვიგებ, რომ არც ყოფილა დადგენილება და დოკუმენტი არ არსებობს” განაცხადა გიული ალასანიამ.

,,ერთი წელია მიდის სიკვდილის საფრთხეზე საუბარი, ხალხსაც მოაბეზრეს თავი”- კობახიძე სააკაშვილზე – (mcm.ge)

მსგავსი თემები