აშშ-ს დელეგაცია ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისში მყოფი აშშ-ს კონგრესის დელეგაცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სენატორებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოსთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების, სასამართლოს და ეკონომიკის გაძლიერების გზაზე.

“ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა გვქონდა. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიას, დემოკრატია მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, უსაფრთხოებას და ძლიერ ეკონომიკას. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები მუდმივად დებდა ინვესტიციას ამ მიმართულებით. მოსამართლეების გადამზადებაში, უსაფრთხოების მხარდაჭერაში, ეკონომიკისა და განვითარების ინვესტიციებში, თუკი პოზიტიური გზა უნდა იყოს ევროკავშირის წევრობისკენ საჭიროა რეფორმების გაგრძელება მთავრობასა და საზოგადოებაში. ჩვენ ვაფასებთ აქ პრესის თავისუფლებას,” – განაცხადა კრის კუნსმა.

კონგრესმენ დევიდ სისილინის განცხადებით, კი ოპოზიციის ლიდერებმა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე მიაწოდეს ინფორმაცია, მისი თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

მსგავსი თემები