“რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოსალაპარაკებლად ბელარუსში ჩავიდა”, – დიმიტრი პესკოვი

რუსული მედიის ინფორმაციით,  პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში უკვე ჩავიდა.

მისი თქმით, დელეგაციას წარმოადგენენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, თავდაცვის სამინისტროდან და სხვა დეპარტამენტებიდანაც.

“ჩვენ მზად ვიქნებით ამ მოლაპარაკებების დასაწყებად გომელში”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

მსგავსი თემები