კორონავირუსის გამო მძიმე პაციენტია 1 066 პირი

საქართველოში ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 95 522 საიდანაც, 4 640 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 162, აჭარაში – 426, იმერეთში – 798.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში – 455, აჭარაში – 116, იმერეთში – 297. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი,  მათგან თბილისში – 157, აჭარაში – 29, იმერეთში – 27.

449 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 364 – თბილისში, 0 – აჭარაში. 90 433 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 4 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 4, ხოლო აჭარაში – 0.

მსგავსი თემები