ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირდა 4 835 ადამიანი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 26 252 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 835 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 13 840  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  18.42%

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 835 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 603 007.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 26.68% ხოლო 7 დღის მანძილზე – 22.64%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 13 840 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 491 321

მსგავსი თემები