ელოდებიან კიევზე თავდასხმას

რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს ბომბავს. სამხედრო იერიში მიტანილია  კიევზე, ხარკოვზე, კრამატორსკზე, დნეპრზე, ოდესაზე, მარიუპოლისსა და ზაპოროჟიეზე. ჩართულია „სირენაც“ რომელიც მოსახლეობას აფრთხილებს როგორ მოიქცნენ.

უკრაინას რუსული ძალები არა მხოლოდ ჰაერიდან, არამედ ხმელეთიდანაც უტევენ. უკრაინის საზღვარზე შეტევა რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა.

ადგილობრივი სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, შეტევა განხორციელდა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან. ასევე, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ოდესის მხრიდან. უკრაინაში რუსული ჯარები ბელორუსიის საზღვრიდან აქტიურად შედიან.

ელოდებიან თავდასხმას კიევზეც.

 

მსგავსი თემები