ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ის არ უნდა განმეორდეს, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ განხორციელებულ აგრესიას საქართველოსთან აკავშირებს და აცხადებს, რომ 2008 წლის მოვლენები არ უნდა განმეორდეს. პრეზიდენტი მსოფლიოს მიმართავ, რომ ეს არ დაუშვან.

„ევროპამ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორება, რომლებიც უკვე მოხდა 2008 წელს საქართველოში“, – განაცხადა პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

„ეს არის აგრესიის ახალი აქტი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ პასუხს საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან. მიგვაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ საფუძველს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ შემდგომი შეიარაღებული აგრესიის განსახორციელებლად. რუსეთის ქმედება არის უპრეცედენტო საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის და მსოფლიოსთვისაც“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები