დიდთოვლობა იაპონიაში – დაიღუპა 17 და დაშავდა 90-ზე მეტი ადამიანი

იაპონიის ჩრდილოეთ რეგიონებში მოსული ძლიერს თოვლს  17 ადამიანი ემსხვერპლა. დიდთოვლობის შედეგად დაშავდა 90-ზე მეტი, ასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი თოვა წინა კვირას დაიწყო. მას შემდეგ, უამინდობამ პრობლემები შექმნა როგორც ქალაქებში ასევე ქალაქების დამაკავშირებელ მაგისტრალებზე.

მათივე ცნობით, გარდაცვლილების უმეტესობა საცხოვრებელი სახლების სახურავების თოვლისგან გაწმენდისას დაიღუპა.

 

მსგავსი თემები