ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ საქციების ამოქმედება დაიწყო

დიდი ბრიტანეთი, გერმანიის მსგავსად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებას იწყებს. ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით, ხუთ რუსულ ბანკს და სამ ფიზიკურ პირს, მათ შორის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეს, გენადი ტიმჩენკოს სანქციები უწესდება.

„ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი ფლობენ გაერთიანებული სამეფოში, გაიყინება და სანქცირებულ პირებს აეკრძალებათ აქ მოგზაურობა”, – აცხადებს ბორის  ჯონსონი.

მისივე განცხადებით, ბრიტანეთის სანქციები ამით არ შემოიფარგლება და ის უფრო ფართო იქნება.

რაც შეეხება იმ ბანკებს, რომლებიც სანქციები მოექცა, ესენია:  General Bank-ი, Rossiya, IS Bank-ი, Promsvyazbank-ი და Black Sea Bank-ი.

გერმანიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციის ამოქმედება დაიწყო

მსგავსი თემები