გერმანია დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას კატასტროფას უწოდებს

რუსეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ თუ აღიარება მოხდა, რუსეთი მინსკის შეთანხმებას დაარღვევს.

„რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება იქნება, როგორც პოლიტიკური კატასტროფა, აგრეთვე მინსკის შეთანხმებების დარღვევა“ – ეს განცხადება ოლაფ შოლცმა პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.

მსგავსი თემები