კიევის საქალაქო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევში, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა დაამტკიცდა.
“კიევში შეიქმნა საევაკუაციო კომისიები – კიევის საქალაქო ადმინისტრაციის დონეზე და თითოეულ რაიონში. დამტკიცდა ევაკუაციის გეგმა. იგი განსაზღვრავს ევაკუაციის პუნქტების ადგილს, ტრანსპორტის საჭირო რაოდენობას და უსაფრთხო ტერიტორიებს მოსახლეობის განსახლებისთვის”, – აღნიშნულია კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.