ქუთაისი-საირმის გზის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა მხოლოდ დამცავი ჯაჭვების გამოყენებით შეიძლება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ქუთაისი-საირმეს მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი დაწესდა.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ28-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

მსგავსი თემები