ახალი წლის ღამეს თბილისში ითოვებს 

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წლის ღამით თბილისში თოვლი მოვა. მოსალოდნელია მინუს 3-დან -1 გრადუსამდე ყინვა. დღის საათებში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, შესაძლებელია მცირე წვიმა.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ამჟამად თოვს ამბროლაურში, ბორჯომში, თიანეთში, ახალციხეში, ბახმაროში, ცაგერში, ჭიათურაში. ზამთრის საკურორტო რეგიონებში, კერძოდ, ბაკურიანში, სტეფანწმინდასა და გუდაურში თოვლთან ერთად წარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსია.

მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში თოვლიანი ამინდი ხვალამდე შენარჩუნდება. 30 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა ღამით, -8 გრადუსამდე დაეცემა.
დასავლეთ საქართველოში შედარებით თბილი ამინდებია მოსალოდნელი, მომდევნო სამი დღის განმავლობში ჰაერის ტემპერატურა დღისით +11,+10 და +8 გრადუსი იქნება.

მსგავსი თემები