პარლამენტარები ქუთაისს დაემშვიდობნენ, საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნება

საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, რომელიც 16 დეკემბრიდან ამოქმედდა, საკანონმდებლო ორგანო მუშაობას სრული დატვირთვით თბილისში, რუსთაველის გამზირზე არსებულ პარლამენტის შენობაში განაგრძობს.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის მანდატურის სამსახურს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ქალაქის დატოვება უწევს.

„ნამდვილად შეგვაყვარა თავი ამ ქალაქმა და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ვტოვებთ სამუშაო პროცესს ქუთაისში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს მანდატურებს, რომლებმაც  შესანიშნავად და ბრწყინვალედ გაართვეს თავი მათთვის დაკისრებულ ამოცანებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სესიის დასრულებისას.

ზამთრის სესიის ბოლოს სხდომა დეპუტატებმა გუშინ, ქუთაისში ჩაატარეს. სესია საქართველოს ჰიმნით დაიხურა. კანონმდებლებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. პარლამენტის საგაზაფხულო სესია უკვე თბილისში გაიხსნება.

 

მსგავსი თემები