ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ ეტაპისთვის დათვლილი საარჩევნო უბნებიდან მიღებულ შედეგებს აქვეყნებს. ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, პირველადი, წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 57% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 262 826 ხმა. ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 195 305 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 43%-ია. როგორც ჟვანიამ აღნიშნა, წარმოდგენილი ინფორმაცია 1181 საარჩევნო უბანიდან მიღებული შედეგებია. მისივე ინფორმაციით, დათვლილი უბნები საერთო უბნების მხოლოდ 32%-ია.
მსგავსი თემები
-
ჰიგიენა და სანტარული შეუსაბამობა – ომბუდსმენის მონიტორინგი კლინიკებში
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თბილისიში, კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარში... -
“საქართველო ევროპულ იდეებს შორდება”- ლიეტუვის პრეზიდენტი
“საქართველო ევროპულ იდეებს შორდება, ამაზე უნდა მოვახდინოთ რეაგირება” – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. მისი თქმით,... -
სოციალური მუშაკები “რუსული კანონის” წინააღმდეგ
სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სწორედ დასავლელი დონორების მხარდაჭერით...