ამერიკის ელჩი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსს ხვდება

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მივიდა. შეხვედრა ლონდა თოლორაიასთან დახურულია.

შეხვედრის თემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაა, რის გამოც ამერიკის ელჩი შეშფოთებას გამოხატავს. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმაც.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. აღნიშნულის შესახებ მთავარმა ინსპექტორმა მედიისგან გაიგო, თან მაშინ, როცა დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა.

მსგავსი თემები