ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ იზრდება საქართველოში რეინფიცირების შემთხვევები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ცხადებს, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, კორონავირუსით რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება.

“სამწუხაროდ, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ის, რომ კორონავირუსს გადავიტან და მეორედ არ შემხვდება – ასე არ არის. იმის გამო, რომ უკვე არის მუტაციები და ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს, წამყვანი არის ბრიტანული შტამი, იზრდება რეინფიცირების შემთხვევები, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში”, – აცხადებს გამყრელიძე.

მსგავსი თემები