თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მოსახლეობა საძოვრის გასხვისებას აპროტესტებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მოსახლეობა საძოვრის გასხვისებას აპროტესტებს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 5 ჰექტარი მიწის ფართობი, 2 წლის წინ მათგან ფარულად, 40 წლიანი იჯარით კომპანია “ლოპოტამ” შეიძინა, რაშიც მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი – შოთა ნარეკლიშვილი დაეხმარა.

აქციის მონაწილეები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ სოფელი მთლიანად  სოფელი მთლიანად მესაქონლეობაზეა დამოკიდებული და საძოვრის გასხვისების გამო, არ არის გამორიცხული, საქონლის გაყიდვა მოუწიოთ. ამიტომ  მოსახლეობა იჯარის დაუყონებლივ გაუქმებას ითხოვს.

ასევე აქციაზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი, გიორგი ჯიქურიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ  ტერიტორიის გასხვისების შესახებ მისთვისაც ახლა გახდა ცნობილი და საკითხში გარკვევის შემდეგ კი პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელებენ. მანამდე კი, სოფელს შეუძლია ალტერნატიული საძოვრით ისარგებლოს.

მსგავსი თემები