შპს „თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა დედაქალაქის მერი დავალების შესაბამისად, კანონდარღვევით გაკრული საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა დაიწყეს. სამუშაოები პირველ ეტაპზე, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მიმდინარეობს და თბილისის ათივე რაიონში განხორციელდება.
„დავგეგმეთ და ვახორციელებთ დედაქალაქის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების ჩამოხსნის ღონისძიებას. ეს ის ადგილებია, სადაც საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია. ვფიქრობთ, აღნიშნული ღონისძიება დაახლოებით, ორი-სამი დღის განმავლობაში დასრულდება“, – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავამ.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, მთავრობის სხდომაზე, ქალაქში უკანონოდ გაკრული წინასაარჩევნო, სააგიტაციო პლაკატებისგან, სხვადასხვა ადგილების გასუფთავება და მოწესრიგება მოითხოვა.