ფონიჭალის დასახლებაში, გამთენიისას, სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეც-რაზმმა ერთი ქალი დააკავა. დაკავებული ნარკოდანაშაულშია ეჭვმიტანილი. დაკავებულის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ჩატარებული სპეც-ოპერაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, სამინისტრო დღის განმავლობაში გაავრცელებს.
შეგახსნებთ, რომ სპეცოპერაცია ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინაც ჩატარდა, სამართალდამცველებმა მაშინ ერთი მამაკაცი დააკავეს.