სპეცოპერაციის შედეგად, ფონიჭალაში ქალი დააკავეს

ფონიჭალის დასახლებაში, გამთენიისას, სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეც-რაზმმა ერთი ქალი დააკავა. დაკავებული ნარკოდანაშაულშია ეჭვმიტანილი. დაკავებულის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ჩატარებული სპეც-ოპერაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, სამინისტრო დღის განმავლობაში გაავრცელებს.

შეგახსნებთ, რომ  სპეცოპერაცია ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინაც ჩატარდა, სამართალდამცველებმა მაშინ ერთი მამაკაცი დააკავეს.

მსგავსი თემები