„საერთოდ წაკითხული გაქვთ რომელიმე კანონი?“ – მინისტრი დეპუტატს

„ნაციონალური მოძრაობის“ არცერთს წევრს სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ არ მიუმართავს და გაჟღერდა მოწოდება, რომ მის მიერ შიმშილობის შეწყვეტა პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა“ – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ. მინისტრმა განმარტება მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს კადრები ნაჩვენები იყო საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. „იმ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაწყებული ჰქონდა გამოძიება და როდესაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში შეიყვანეს, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, რომ იგი თითქოსდა 30 მეტრის დაშორებით გადმოიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანიდან და ათრიეს. შესაძლებელია ამ ინფორმაციას მოჰყოლოდა მღელვარება. ეს კადრები…

მეტი...

„მარგინალები და ოდიოზური პერსონები ყველა ქვეყანას ჰყავს – თვით ამერიკასაც კი“ – თენგიზ ცერცვაძის განცხადება

ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს პასუხობს. როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, სამყაროში სულ ჩნდებოდა და მომავალშიც გაჩნდება ახალი ინფექციები, მათ მართვას მთელი მსოფლიოს პროფესიონალების კოორდინირებული მუშაობა სჭირდება და არა აგრესია, ლანძღვა-გინება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კონკრეტული ექიმის გასაგონად ამბობს, რომ მარგინალები და ოდიოზური პერსონები, რომლებიც მხოლოდ სხვისი ლანძღვით და ღვარძლით საზრდოობენ, ყველა ქვეყანას ჰყავს – თვით ამერიკასაც კი. „ქალბატონი თამრიკო ქვარცხავა არის ცნობილი ქართველი ექიმი და მკვლევარი, რომელიც დიდი ხანია, წარმატებით მოღვაწეობს აშშ-ში. მისი ფეისბუქპოსტები, მათ შორის COVID-თან დაკავშირებით გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, სიღრმით და ობიექტურობით. ა.წ.…

მეტი...

„გაფუჭებული, „ბატარეადამჯდარი“ რუპორივით ნუ საუბრობთ“ – მინისტრი დეპუტატს

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს „ბატარიადამჯდარი“ უწოდა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. მანამდე კი, პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ანი წითლიძემ რატი ბრეგაძე მონად მოიხსენია. „დამშვიდდით, გეტყობათ კლასიკური აქტივისტობა. ნამდვილად გეტყობათ, რომ მთავარია ადამიანს არ აცადოთ საუბარი. ეს არის თქვენი ერთადერთი დანიშნულება“ – მიმართა მინისტრმა დეპუტატს და რამდენჯერმე მოუწოდა დამშვიდებისკენ. „დამშვიდდით, შეურაცხყოფისგან თავი შეიკავეთ და გაფუჭებული, „ბატარეადამჯდარი“ რუპორივით ნუ საუბრობთ, რომელსაც რასაც ჩასძახებენ, იმასაც ბოლომდე ვერ ამოიძახებს. პირდაპირ გეუბნებით, ამის უნარიც არ გაქვთ. თავი შეიკავეთ და ზრდილობიანად მოიქეცით“, – მიმართა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მინისტრმა დეპუტატს. წითლიძეს ბრეგაძე რეპლიკის გარეშე არ დაუტოვებია და მისი…

მეტი...

„შეაყარე კედელს ცერცვი“ – გიორგი ვაშაძე პრემიერზე

“შეაყარე კედელს ცერცვი”, – ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლას. მისი თქმით, მთავრობა ორიენტირებულია ტყუილებზე. “ჩვენ გვქონდა კონკრეტული წინადადებები, 7 პუნქტიანი გეგმა, რომელიც შევთავაზეთ, თუმცა, მათგან პასუხი არის მხოლოდ ტყუილი, ცრუ ბრალდებები და მუქარა. მარტივად რომ შევაჯამოთ, დღევანდელი დღე არის “შეაყარე კედელს ცერცვი”, ზუსტად ამ ვითარებაში ვიმყოფებით. იგონებენ ტყუილებს და ამაზე საუბრობენ. გული მწყდება, რომ ამ ისტორიული შესაძლებლობის დროს, ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც ერთიანობაზე ამბობს უარს, გახლეჩილობაზე დებს ფსონს და რომელიც აკეთებს ყველაფერს, რომ უარი მივიღოთ კანდიდატის სტატუსზე“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში პრემიერის…

მეტი...

„ვერც ერთი ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება მილიონი ემიგრანტის ხმის გარეშე“ – კახა ოქრიაშვილი

„პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ელექტრონული საშუალებით უნდა მიეცეს. საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე, სამშობლოში არსებული უმუშევრობის და სიდუხჭირის გამო იძულებულია, იშრომოს საზღვარგარეთ და ასე შეინახოს ოჯახი“  – აცხადებს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი და  ემიგრანტების არჩევნებში ჩართვას ითხოვს. “შეგახსენებთ, რომ საქართველოს მშპ (ეკონომიკა) დაახლოებით 17 მილიარდი დოლარია. ჩვენმა ემიგრანტებმა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წელს გადმორიცხეს 2,2 მილიარდი ამერიკული დოლარი. დაახლოებით 300 მილიონი დოლარი სამშობლოში ვიზიტის დროს შემოაქვთ – ჯამში, 2,5 მილიარდი დოლარია ემიგრანტების შენატანი საქართველოს ეკონომიკაში, რაც ჩვენი მშპ-ს დაახლოებით 14 %-ს წარმოადგენს. პრაქტიკულად, ჩვენი ემიგრანტები ინახავენ…

მეტი...

„ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს, თუ სხვა სახელმწიფოს“ – ღარიბაშვილი ოპოზიციას

„ნუ ნერვიულობთ, თქვენ მთავარ კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა – ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს, თუ სხვა სახელმწიფოს“, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ადამიანების ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში ომის დაწყება, რასაც ვერ მიაღწიეს. „საბოლოო ჯამში რომ ვთქვათ, აქციები, რომელიც დააორგანიზეს ამ ადამიანებმა, დღეს თქვეს, რომ სანქციებს თურმე არ უერთდებოდნენ, იარაღის გადაცემა, ჩარტერული რეისების გაშვება, ყველაფერი ეს უკავშირდებოდა ერთადერთ მიზანს – რაიმენაირად ომის დაწყებას საქართველოში და რომ არა ჩვენი ხელისუფლება, დღეს აქ იქნებოდა მეორე მარიუპოლი. ამაზე, რა თქმა უნდა, ყველა…

მეტი...

„რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი და ჩვენი ხელისუფლება, დღეს ჩვენს ქვეყანას არავითარი შანსი არ ექნებოდა“ – პრემიერი

„კითხვა დაისვა ასევე აქ, რომ ბატონი ივანიშვილი არის თურმე წინააღმდეგი და მთავარი ბარიერი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის. მინდა ყველას შევახსენო – ჩვენს ქვეყანას, რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი და რომ არ მოსულიყო ჩვენი ხელისუფლება, დღეს არავითარი შანსი არ ექნებოდა არათუ ევროკავშირთან ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წლის ომის შემდეგ არათუ სანქციების დაწესებაზე არ იფიქრა, და არამედ, ომის შემდეგ გახსნა უვიზო რეჟიმი რუსი მოქალაქეებისთვის და რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდა სტრატეგიული ობიექტები. „ქალბატონ სამადაშვილს, რომელსაც ზრდილობაც კი არ აქვს, რომ აქ დარჩენილიყო და…

მეტი...

“პირდაპირ მითხრეს ევროპარლამენტში, რომ ეს და სხვა ადამიანები მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს” – ირაკლი ღარიბაშვილი სალომე სამადაშვილზე

„ეს არის მტრობა და თქვენ პროტესტი არ გიჩნდებათ აბსოლუტურად არც ერთს. ეს არის მიზანმიმართული, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა“ – ასე მიმართა პრემიერ მინისტრმა ზოგიერთი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს და კონკრეტული დეპუტატიც დაასახელა. „რასაც ქალბატონო სალომე სამადაშვილი ბევრს საუბრობდა და გავიდა, პირდაპირ მითხრეს, იყო პირადად თვითონ დასახელებული, შეგნებულად არ ვთქვი რამდენიმე დღის წინ და კიდევ სხვები, აღარ ჩამოგთვლით ახლა აქ, დადიან, ჭორაობენ და როგორც გლუკსმანი ჰყავთ დაქირავებული, რომელიც ევროპარლამენტარია, პირდაპირ მითხრეს ევროპარლამენტში, რომ ეს და სხვა ადამიანები მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს. ეს არის მტრობა და თქვენ პროტესტი არ გიჩნდებათ აბსოლუტურად არც ერთს“, – ამის…

მეტი...

,,თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია, არაფერი გაგაჩნიათ რეალურად” – ირაკლი ღარიბაშვილი

,,იცით რა არის უბედურება? თქვენ იცით, რომ თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია, არაფერი გაგაჩნიათ რეალურად,”- ამ სიტყვებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციას მიმართა. პრემიერის თქმით, ოპოზიციას ქვევყნის ომში ჩართვა სურდა. „ერთადერთი ბერკეტი, რაც ამათ ჰქონდათ დარჩენილი, რომ რამენაირად ომში მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ჩართვა, ესეც ვერ მოახერხეს, შემოაგზავნეს მთავარი კონტრაბანდის საქონელი – სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა რეალურად ომის, რევოლუციის მოწყობა  და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია. არ გამოუვიდათ. არ გამოგივათ არასოდეს. ამის შემდეგ ისმის კითხვა, რატომ შემოვიდა ბატონი სააკაშვილი საქართველოში – ერთადერთი მიზნით, მეგობრებო, რამენაირად მომხდარიყო აქ დესტაბილიზაცია. მანამდე ვთქვი კიდევაც,…

მეტი...

,,უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, გამოვიდა და თქვა, რომ  მათი სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში” – ირაკლი ღარიბაშვილი

,,უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, გამოვიდა და თქვა, რომ  მათი სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში. ადამიანმა თქვა საუბრისას, გამოსვლისას, რომ არა მხოლოდ მათი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. პრემიერმა ოპოზიციას მიმართა, რომ ჩამოყალიბდნენ,  ვის ემსახურებიან, საქართველოს, თუ სხვა სახელმწიფოს ან სახელმწიფოებს. „მოვისმინეთ მორიგი აღიარება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, სამწუხაროდ. მე შეგახსენებთ ყველას, მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, თუ რა ხება რეალურად და რატომ არის ეს აჟიოტაჟი არაფრისგან გამოწვეული. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, ეს არ არის…

მეტი...

,,უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადება გავრცელდა, თითქოს საქართველო ეხმარება სანქცირებულ კომპანიებს, რატომ არის სიჩუმე ამაზე?” – ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ მოვისმინეთ მორიგი ბინძური ცილისწამება ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ – უკრაინის დაზვერვის სამსახურის ორი განცხადება გავრცელდა, არავითარი, ნული მტკიცებულება, ნული ფაქტი იქნა გასაჯაროებული,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, უკრაინულ მხარეს გაკეთებული განცხადებების დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ წარუდგენია. „ჩვენ მათ მივმართეთ, დავურეკეთ, დავუკავშირდით, ვუთხარით, რატომ გააკეთეს ეს, კარგად მოგეხსენებათ, მაშინ თქვეს, რომ თითქოს საქართველო ეხმარება სანქცირებულ კომპანიებს, რუსულ კომპანიებს და ინდივიდებს სანქციების გვერდის ავლაში, არავითარი ფაქტი, არგუმენტი არ წარუდგენიათ, ჩვენ მათ დავუკავშირდით, მოვთხოვეთ მტკიცებულებების წარმოდგენა, დაბარებული გვყავდა ელჩის…

მეტი...

,,როგორც კი კრიმინალები წავლენ პოლიტიკიდან, ჩვენ გავხდებით ევროპული ქვეყანა” – ირაკლი კობახიძე

ფრაქცია ,,ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანას  ძლიერი ოპოზიცია სჭირდება. მისი თქმით, როდესაც ქართული პოლიტიკიდან წავლენ გარკვეული პირები, საქართველო მაშინვე გახდება ევროპული ქვეყანა. ,,დღემდე,სამწუხაროდ, ძალთა ბალანსი არის ჭარბად ჩვენს მხარეს. ეს არის სამწუხარო მოვლენა, იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია. დღეს მკითხეს ჟურნალისტებმა რა აკლია ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. აკლია რა, ძლიერი პოლიტიკური სისტემა. პოლიტიკური სისტემა, სადაც ოპოზიცია არის ასეთი სუსტი და ასეთი უშინაარსო, არის შორს იმ სტანდარტებისგან, რაც არის ევროპის ქვეყნებში, თუმცა ესეც გამოსწორდება. ოპოზიცია გაძლიერდება, ოპოზიცია გაჯასანღდება, როგორც კი კრიმინალები წავლენ პოლიტიკიდან და…

მეტი...

„ჩვენ არ დავუშვებთ „შავი ხვრელის“ შექმნის საშუალება მივცეთ რუსეთს“- მამუკა მდინარაძე

„ოპოზიციისგან არ მიგვიღია პასუხი კითხვაზე – ამ მოცემულობით საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს. არაფრით არ უნდათ კონკრეტულად ასეთი ფორმულირებით კითხვაზე პასუხის გაცემა“, – ამის შესახებ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს. მისი თქმით, საქართველოს მიერ მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით. „საქართველო უერთდება ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უფრო მეტიც, ჰააგაშიც კი მიმართვის თანაავტორია. ფაქტია, რომ 200-ზე მეტ განცხადებას, რეზოლუციას და მხარდამჭერ აქტს შევუერთდით, ვართ თანაავტორები და თანასპონსორები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ მდინარაძის თქმით, ოპოზიცია…

მეტი...

,,ეჭვი გეპარებათ, რომ რუსეთი შეეცდება საქართველო გამოიყენოს შავ ხვრელად?” – ანა ნაცვლიშვილი

„ლელოს“ საპარლამენტო გუნდის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრს კითხვით მიმართა. დეპუტატი დაინტერესდა, რა გარანტიები აქვთ დღეს, საქართველოს მოქალაქეებს,  რომ საქართველო „შავ ხვრელად“ არ გადაიქცეს. „ბატონო პრემიერო, თუ სწორად გავიგე, თქვენ ამ დარბაზში აღიარეთ,რომ მიმდინარე წლის 28 თებერვალს სანქციების ნაწილს ლუგანსკთან და დონეცკთან მიმართებაში შეუერთდით. მაშინ, რატომ ატყუებდით საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც ამბობდით, რომ თუ საქართველო სანქციებს შეუერთდება ეს იქნება ქვეყნის ომში ჩათრევა. მაშინ ტყუოდით თუ ახლა ტყუით? ხომ აბრალებდით ოპოზიციას, რომ სანქციების მიერთებას ითხოვთო. ჩვენ სანქციების მიერთებაზე კითხვა არ გამოგვიგზავნია, არც უკრაინასთან მიმართებით გამოგვიგზავნია კითხვა. როგორც ჩანს, კითხვა ვერ…

მეტი...

,,მე გაგახსენებთ მაგალითად საქართველოს რა უნდა გაეკეთებინა უკრაინასთან მიმართებაში”- ხატია დეკანოიძე

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. დეკანოიძის თქმით, მან ღარიბაშვილის გამოსვლისას გაიგო, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ. ,,სიმართლე გითხრათ, თქვენი გამოსვლის პირველი ნაწილი გავიგე შემდეგნაირად, რომ საქართველო ნამდვილად მიერთებია საერთაშორისო სანქციებს, ამიტომ როგორც იტყვიან, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში, ესე იგი ომი გინდათ ხომ? ასე გამოდის. მე მგონი რაღაცნაირად სხვანაირად აცდენაა თქვენსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის განცხადებებში, იმიტომ რომ ყველას, ვინც კი ამბობს, რომ საერთაშორისო სანქციებს უნდა მივუერთდეთ, მათ შორის ფინანსურად, ფისკალური და საერთაშორისო ბანკის ოპერაციების სანქციებს, ყველას გვნათლავენ, რომ ჩვენს სამშობლოში გვინდა…

მეტი...

,,პრობლემის მოგვარება თუ გვინდა, უნდა დავიწყოთ შეცდომების აღიარებით”- ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პრობლემების აღიარებისა და შემდეგ მათი გამოსწორების შემდეგ, ევროინტეგრაციის პროცესი უფრო მარტივი იქნება. „სიმართლე გითხრათ, ეს ორი დღე ცოტა უცნაურია, რადგან, რასაც მე ვაკვირდები, ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც ერთმანეთს ვუმტკიცებთ, როგორ გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება და ამაზე გვაქვს გამართული რაღაც სჯა-ბაასი. საბოლოო ჯამში, პრობლემის მოგვარება თუ გვინდა, რომ გავხდეთ ამ ოჯახის წევრი, ჩემი აზრით, მართლა გადის ჩვენი შეცდომების აღიარებაზე, რომელიც ამ დარბაზში დავუშვით. მაგალითად, როდესაც სასამართლოში გავამწესეთ ხალხი, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, არ იმსახურებდა ამას. დღეს იმაზე საუბარი, რომ ეს…

მეტი...

,,საქართველომ არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს ერთადერთი მიზეზით, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახევი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მე ვფიქრობ, რომ ამ მოხსენების შემდეგ, თუ ადამიანი თავიდანვე არ არის უბრალოდ განწყობილი კონფლიქტისთვის და საფუძველ გარეშე ბრალდებების წამოყენება და ცილისწამების გაგრძელება არ სურს, მე უბრალოდ მრჩება კითხვა – კიდევ დამატებით რა უნდა გაეკეთებინა მთავრობა ამ ყველაფრის შემდეგ რაც ჩვენ გავაკეთეთ,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. პრემიერმა დავით უსუფაშვილის პასუხად განაცხადა, რომ მთელი ხელისუფლება, მთელი ორი თვის განმავლობაში საუბრობდა იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველო არის 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინაში. „ბატონო დავით, ეს ინფორმაცია, რომელიც ახლა მე შეგახსენეთ თქვენ, რა თქმა უნდა, იყო ხელმისაწვდომი ყველასთვის. ამის თაობაზე ჩემი მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, მთელი ხელისუფლება, მთელი ამ ორი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით, გიხსნიდით და დეტალურ ინფორმაციას…

მეტი...

,,გვთხოვდნენ, ჩარტერული რეისებით გაგვეშვა მოხალისეები, ეს ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას საომარ მოქმედებაში”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ სანქციებთან ერთად, ითხოვდნენ ჩარტერული რეისების გაშვებას, რომელსაც უნდა წაეყვანა „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ მოხალისეები, ეს უნდა გაეკეთებინათ ტელევიზიებში ლაივ-ჩართვებით და ა.შ.,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას მსგავსი რამ არ გაუკეთებია და პირიქით, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები მოუწოდებდნენ თავიანთ მოქალაქეებს, არ ჩართულიყვნენ ინდივიდუალურად საომარ მოქმედებებში. „ჩარტერულ რეისებზე ნებართვას, ბატონებო და ქალბატონებო, გასცემს საქართველოს მთავრობა. იმ დროს, როცა მსოფლიოში არც ერთმა ქვეყანამ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არც…

მეტი...

,,ჩვენ რომ ორი თვის წინ სისულელე გაგვეკეთებინა და დაგვეწესებინა ეკონომიკური სანქციები რუსეთზე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,პირველ კვარტალში ჩვენ გვქონდა 14,4% ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ვალუტა განაგრძობს გამყარებას, იზრდება ტურიზმი, ექსპორტი, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი,”– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. პრემიერმა ოპოზიციას მიმართა კითხვით, წარმოუდგენიათ თუ არა, რა მდგომარეობაში იქნებოდა ქვეყანა, თუ საქართველო რუსეთს ეროვნული დონის ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებდა. „მე გეკითხებით, თქვენ რომ წარმოიდგინოთ, ჩვენ რომ ორი თვის წინ ეს სისულელე გაგვეკეთებინა, თქვენთვის დაგვეჯერებინა და დაგვეწესებინა ეროვნული დონის ეკონომიკური სანქციები რუსეთზე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს, თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და თუ გაქვთ პასუხი, რომ მოქალაქეებს გასცეთ?! ჩვენ კარგად…

მეტი...

,,საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი ჩვენი მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 235 აღწევს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები, განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, მუდმივად გამოხატავენ უკრაინის მხარდაჭერას,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. პრემიერმა იმ ნაბიჯების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველომ ამ პერიოდის განმავლობაში გადადგა უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით. „საქართველო გაერო-ს 96 ქვეყანას შორის იყო, ვინც თანასპონსორობა გაუწია „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ რეზოლუციას; საქართველო იყო „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ“ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი თანასპონსორი.  რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია 90-მა სახელმწიფომ და მხარი დაუჭირა 140-მა ქვეყანამ; საქართველომ მხარი დაუჭირა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას; ასევე, საქართველო გაერო-ს ადამიანის…

მეტი...

,,ნებისმიერი ტიპის პროდუქცია, რომელიც შეტანილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ნებისმიერი ტიპის პროდუქცია, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ შეტანილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტრო, ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობით ახორციელებს საბაჟო კონტროლს და საბაჟო ზედამხედველობას. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციებთან, ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობით ახორციელებს საბაჟო კონტროლს და საბაჟო ზედამხედველობას. საქონლის შემოტანა და გატანა ხორციელდება საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე 20 საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით. საქონელი 1000-ზე მეტი მებაჟე-ოფიცრის კონტროლს ექვემდებარება. აღსანიშნავია, რომ…

მეტი...

,,სამწუხაროდ, მედიის ნაწილი გაშუქების ნაცვლად თავად ქმნის ამბავს”- შალვა პაპუაშვილი

,,ძვირფასო ჟურნალისტებო, ის ლოჟა, სადაც თქვენ იმყოფებით, ეს არის ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ლოჟა იმისთვის, რომ განახორციელოთ ჟურნალისტური საქმიანობა; სინამდვილეში, თქვენ ამით გადმოფინეთ ის პრობლემა, რომელიც ჩვენს მედიაშია,”– აღნიშნული განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. პაპუაშვილმა სიტვით მიმართა იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც  „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერი ბანერი გადმოფინეს პარლამენტის ლოჟიდან. „სამწუხაროდ, მედიის ნაწილი, ნაცვლად იმისა, რომ აშუქებდეს ახალ ამბებს, თავად არის ახალი ამბების შემქმნელი. ახლა სწორედ ამით ხართ დაკავებული, რომ ქმნით ახალ ამბავს და არა აშუქებთ ახალ ამბავს. ამ შემთხვევაში, თქვენ ჟურნალისტების ლოჟით სარგებლობთ არა იმ პროფესიული დანიშნულებით,…

მეტი...

,,ჩვენი ქვეყნის პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებზე შეესაბამება საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას” – ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციასთან,”– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. პრემიერის თქმით, 2014 წლიდან საქართველო უერთდება ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ. „წელს, 28 თებერვალს, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს დონეცკსა და ლუგანსკზე. სანქციებთან მიმართებით საქართველოს მსგავსი პოზიციები აქვს არაერთ ქვეყანას. ჩემ მიერ გამოგზავნილ წერილში დეტალურად მაქვს განმარტებული ყველა ის ღონისძიება, რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს, ასევე მინდა, გითხრათ, ზოგადად, სანქციებთან მიმართებაში არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენი მთავრობის პოზიცია არის ნაკარნახევი, რა თქმა უნდა,…

მეტი...

,,არ დავუშვებთ არც ერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე” – ირაკლი ღარიბაშვილი

,,იმის მიუხედავად, რომ საქართველოს, ეროვნულ დონეზე, ჩვენ ჩვენი ეკონომიკური სანქციები არ დაგვიწესებია რუსეთის წინააღმდეგ და ამას არც გავაკეთებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, არაერთხელ განგვიცხადებია და მინდა, კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან განვაცხადო, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არც ერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. პრემიერის თქმით, არც ერთ სანქცირებულ კომპანიას თუ ფიზიკურ პირს არ მიეცემა საშუალება, საქართველო სანქციების გვერდის ავლის მიზნით გამოიყენოს. „ჩვენ არ მივცემთ არც ერთ სანქცირებულ კომპანიას, თუ ინდივიდს,…

მეტი...

,,ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „მოგესალმებით ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო დეპუტატებო. დიდი პატივია ჩემთვის თქვენს წინაშე გამოსვლა. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც მომმართეს კითხვით. კითხვა, როგორც უკვე აღინიშნა, შეეხებოდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, საომარ მოქმედებებს…

მეტი...

,,ჩვენმა მთავრობამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად უკვე გაიღო 7 მილიონი აშშ დოლარი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ომის დაწყებიდან, ჩვენი მთავრობა მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას და ამ მხრივ ნამდვილად გამოვირჩევით მსოფლიო ქვეყნებს შორის,”-  ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. პრემიერის ცნობით, მთავრობამ უკრაინელი ხალხის, მათ შორის საქართველოში ჩამოსული უკრაინელების დასახმარებლად უკვე გაიღო 7 მილიონი აშშ დოლარი, მათ შორის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 1 მილიონი ლარი. „ქვეყანა აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000-მდე უკრაინელის დახმარებას. უკრაინისადმი დახმარება გაგრძელდება და ამისთვის წლის ბოლომდე ჩვენი ვარაუდით, 7 მილიონი აშშ დოლარზე მეტი გამოიყოფა. დღეის მდგომარეობით, საქართველომ უკრაინაში…

მეტი...

,,ეს ქვეყანა არ იმსახურებს არაჟნის კონტეინერით უკანასკნელი კონტრაბანდისტივით შემოპარულ ყოფილ პრეზიდენტს” – ნიკოლოზ სამხარაძე

,,მსურს, ტრიბუნა გამოვიყენო საგარეო პოლიტიკაზე სასაუბროდ, თუმცა ბატონ დავითს მინდა, ვუთხრა, კიდევ რას არ იმსახურებს ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა არ იმსახურებს იმ ოპოზიციას, რომელმაც 6 თვის განმავლობაში სრულიად უსაფუძვლოდ აჯანჯღარა ქვეყნა, არ იმსახურებს არაჟნის კონტეინერით უკანასკნელი კონტრაბანდისტივით შემოპარულ ყოფილ პრეზიდენტს და თქვენს ლიდერს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ნიკოლოზ სამხარაძე გამოეხმაურა პარლამენტში დავით უსუფაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, სადაც ამბობს: საქართველო არ იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ქვეყანაში ამკვიდრებს არაევროპულ ცხოვრების სტილს, არაევროპულ პოლიტიკურ სისტემას, არაევროპულ ღირებულებებს, არაევროპულ ინსტიტუტებს, არაევროპულ სახელისუფლებო სისტემას. აი,…

მეტი...

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებიაქციას მართავენ

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ხელფასების 100 პროცენტიანი მატების მოთხოვნით, აქციას მართავენ. ისინი პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წინ შეიკრიბნენ. მათი ცნობით, უკვე ერთი თვეა, მოეხსნათ დანამატი, რომელსაც სახელმწიფო კოვიდპროგრამის გათვალისწინებით გასცემდა. სამედიცინო დახმარების თანამშრომლები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აპირებენ, რომ პერმანენტული აქციები გამართონ. მათ მორიგი აქცია სამშაბათს, 12:00 საათისთვის ჯანდაცვის სამინისტროსთან დააანონსეს.

მეტი...

ბორის ჯონსონი ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შექმნას აანონსებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შექმნას აანონსებს. გავრცელებული ინფორმაციით, ალიანსში უნდა შევიდნენ ქვეყნები, რომლებსაც ბრიუსელის მიმართ უნდობლობა და რუსეთის სამხედრო აგრესიაზე გერმანიის რეაქცია აერთიანებთ – წერს გამოცემა. „პირველად ჯონსონმა ამის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა კიევში 9 აპრილს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებული მოდელი ასეთია – ლონდონი იქნება ლიდერი, ხოლო კავშირში იქნებიან უკრაინა, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, და ასევე, პოტენციურად, თურქეთი“, – წერს იტალიური გამოცემა. მედიის ცნობით, ჯონსონი ეცდება, გააერთიანოს ის სახელმწიფოები, რომლებიც განსაკუთრებით უფრთხილდებიან ეროვნულ სუვერენიტეტს და მზად არიან, მაქსიმალურად გაუწიონ წინააღმდეგობა რუსეთის სამხედრო მუქარას“. უკრაინის ხელისუფლებას…

მეტი...

,,პრეზიდენტის განცხადება სასამართლოზე იყო სირცხვილი” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის  განცხადება სირცხვილი იყო. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები საზეიმო დღესასწაულზე არ უნდა კეთდებოდეს. „ჯერ ერთი, 26 მაისს, საზეიმო დღეს, როდესაც არ იცი, რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ამაზე უნდა მივანიშნოთ საქართველოს პრეზიდენტს, რათა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არია სერიოზული პრობლემა. ამ არასწორი განცხადებით მან სცადა სასამართლო სისტემის ინსტიტუტის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა სინამდვილეში, დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არია რელობა“, – აღნიშნა კობახიძემ. კობახიძის თქმით, განცხადების გაკეთებამდე კონტექსტი უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტმა. „ოპოზიცია როდესაც აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს, ეს ერთია;…

მეტი...

,,ოპოზიციის გეგმის საფუძველი არის ის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრი წარდგა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. „იცით, რატომ ვერ პასუხობთ ამ მოცემულობით, ამ ხელისუფლებით, ამ ოპოზიციით კითხვაზე – საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს? რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი იმსახურებს, საქართველო იმსახურებს თავის პლიუს-მინუსებით. ოღონდ მინუსები ის კი არ არის, რასაც თქვენ იტყუებით. მინუსები რეალური რაც არის, საერთოდ არ ლაპარაკობთ და კრიტიკა არ მოგვისმენია. იმიტომ, რომ ის მინუსები არ არის საკმარისი ხარისხის, რომ ჩვენ გადაგვაგდოთ, ის გეგმა განხორციელდეს, რაც ყოველწუთიერად იგეგმება…

მეტი...

,,მოგიწოდებთ შეწყვიტოთ საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი” – თამარ ტალიაშვილი

„თქვენი ყველა სიტყვა თავისი შინაარსით და ყველა ქმედება მიმართულია იქეთ, რომ არ განხორციელდეს საქართველოს ევროინტეგრაცია.  დღეს, ჩემი, როგორც მოქალაქის ვალდებულება არის ის, რომ მოუწოდოს ოპოზიციას შეწყვიტონ  ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს საბოტაჟი“,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ტალიაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები ინტერპელაციის წესით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ. თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მიზანმიმართულ საბოტაჟს მიმართავს, რათა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს პრობლემები შეექმნას და ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი ვერ  მიიღოს. „თქვენ საუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ არის მრავალი ტექნიკური საკითხი, რომელიც აისახა ამ კითხვარში გათვალისწინებულ 2600-ზე მეტ პასუხში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი…

მეტი...

,,საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ლიდერი რეფორმატორი ქვეყანაა” – ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ცალსახაა და ეს ევროკავშირის ოფიციალური ანგარიშებით, განცხადებებით, ასევე ევროკავშირთან არსებული თანამშრომლობის დონითაც დასტურდება, რომ საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებითაც არის განპირობებული. „ევროკავშირი საქართველოს ევროპული ოჯახის წევრად მოიაზრებს“, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, განხორციელებული რეფორმები, ასევე ასოცირების შეთანხმებით, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი, საქართველოს აძლევს საფუძველს ჰქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ „საქართველოს მომავალი ევროპულია და საქართველოს ადგილი ევროკავშირშია“. ამ კუთხით, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა…

მეტი...

მარიუპოლში, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე 70-მდე ცხედარი იპოვეს

მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშენკოს ცნობით, მარიუპოლში, ყოფილი “ოქტომბრის” ქარხნის ტერიტორიაზე 70-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები რუსული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად ნანგრევებში მოყვნენ. პეტრო ანდრიუშენკოს განმარტებით, გარდაცვლილები დასაკრძალად მასობრივ სასაფლაოზე გადაასვენეს. ,,კუინჯიში, ყოფილი “ოქტომბრის” ქარხნის ტერიტორიაზე 70-მდე ცხედარი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი იგივეა – ხალხი დაბომბვის შედეგად, შენობის ნანგრევებში მოყვა”, – აცხადებს ანდრიუშენკო.

მეტი...

,,ქართველი ხალხი არ იმსახურებს სიღატაკეს, არ იმსახურებს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას ”- რომან გოცირიძე

,,ქართველიხალხი არ იმსახურებს სიღატაკეს, არ იმსახურებს ბიძინა ივანიშვილს, არ იმსახურებს არაფორმალურ მმართველობას, არ იმსახურებს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას, არ იმსახურებს კორუმპირებულ მოსამართლეებს,  პოლიტპატიმრებს, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და სხვათა უსამართლოდ დაპატიმრებას”, – ამის შესახებ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძემ მთავრობას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და პასუხისმგებლობა დააკისრონ რუსეთს ომის დანაშაულებზე. ,,საქართველოს დღევანდელ ეპოქის შესაფასებლად, ერთი ისტორიული ფრაზა არის საკმარისი, რომელიც შევა წიგნებში. აი, რა თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ქართველი ხალხი სჯობია მის მთავრობას – ეს არის ვერდიქტი, გამოტანილი ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მეტი...

„მაიმუნის ყვავილის“ სამიზნე ჯგუფი ბავშვები და ორსულებია – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

ევროპაში გავრცელებულ ახალ ვირუსთან – „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვირუსი ძირითადად ევროპის ქვეყნებში ვრცელდება. ინფექციონისტის ინფორმაციით, 13 მაისიდან, მსოფლიოს მასშტაბით, „მაიმუნის ყვავილის“ 300-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული. „13 მაისიდან დაიწყო „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის აფეთქება. პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები არ უკავშირდება აფრიკის კონტინენტს. აქამდე, კონცენტრირებული იყო აფრიკის ქვეყნებში ან უკავშირდებოდა აფრიკაში მოგზაურობას ან აფრიკიდან იმპორტირებულ ცხოველებთან კონტაქტს. დღეს უკვე გავრცელებულია ევროპის კონტინენტზე, აშშ-შიც არის შემთხვევები, კანადაშიც და ავსტრალიაშიც. 3 დღის წინ დაფიქსირდა საუდის არაბეთშიც, შესაბამისად, ძალიან ბევრი რეგიონია მოცული. დადასტურდა ჩეხეთსა და სლოვენიაშიც“…

მეტი...