,,თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია, არაფერი გაგაჩნიათ რეალურად” – ირაკლი ღარიბაშვილი

,,იცით რა არის უბედურება? თქვენ იცით, რომ თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია, არაფერი გაგაჩნიათ რეალურად,”- ამ სიტყვებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციას მიმართა.

პრემიერის თქმით, ოპოზიციას ქვევყნის ომში ჩართვა სურდა.

„ერთადერთი ბერკეტი, რაც ამათ ჰქონდათ დარჩენილი, რომ რამენაირად ომში მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ჩართვა, ესეც ვერ მოახერხეს, შემოაგზავნეს მთავარი კონტრაბანდის საქონელი – სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა რეალურად ომის, რევოლუციის მოწყობა  და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია. არ გამოუვიდათ. არ გამოგივათ არასოდეს. ამის შემდეგ ისმის კითხვა, რატომ შემოვიდა ბატონი სააკაშვილი საქართველოში – ერთადერთი მიზნით, მეგობრებო, რამენაირად მომხდარიყო აქ დესტაბილიზაცია. მანამდე ვთქვი კიდევაც, ნოემბერ-დეკემბერში იგეგმებოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრა. რეალურად არსებობდა გეგმა იმისა, რომ თუ აქ დაიწყებოდა დესტაბილიზაცია, ქვეყანაში ომი დაიწყებოდა. ოკუპირებულ ქვეყანაში, მოგმართავთ თქვენ, თუ გონიერება გაქვთ შერჩენილი, როცა ვიღაც ადამიანი ფიქრობს რევოლუციის მოწყობაზე, ეს ნიშნავს თუ არა პირდაპირ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას მთლიანად. ელემენტარული პროვოკაცია სჭირდება და ძალიან მარტივია ამ პროვოკაციის მოწყობა, რომ აქ ხელმეორედ გაიმართოს ომი. თქვენ ეს გაცნობიერებული გაქვთ? კიდევ ერთხელ გისვამთ ამ კითხვას. ის უბედურება, რაც გავიარეთ ჩვენ დაწყებული 90-იანი წლების შემდეგ, ორი ომი რუსეთთან  – აფხაზეთში, ოსეთში, შემდეგ სამოქალაქო ომი, ახლა 2008-ში ეს უგუნური ომი, ამ ყველაფერზე ვინ არის პასუხისმგებელი? ხელისუფლება, ხელისუფალი ადამიანები, რომლებიც მართავენ, განკარგავენ ადამიანების ბედს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები