ბორის ჯონსონი ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შექმნას აანონსებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შექმნას აანონსებს. გავრცელებული ინფორმაციით, ალიანსში უნდა შევიდნენ ქვეყნები, რომლებსაც ბრიუსელის მიმართ უნდობლობა და რუსეთის სამხედრო აგრესიაზე გერმანიის რეაქცია აერთიანებთ – წერს გამოცემა.

„პირველად ჯონსონმა ამის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა კიევში 9 აპრილს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებული მოდელი ასეთია – ლონდონი იქნება ლიდერი, ხოლო კავშირში იქნებიან უკრაინა, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, და ასევე, პოტენციურად, თურქეთი“, – წერს იტალიური გამოცემა.

მედიის ცნობით, ჯონსონი ეცდება, გააერთიანოს ის სახელმწიფოები, რომლებიც განსაკუთრებით უფრთხილდებიან ეროვნულ სუვერენიტეტს და მზად არიან, მაქსიმალურად გაუწიონ წინააღმდეგობა რუსეთის სამხედრო მუქარას“.

უკრაინის ხელისუფლებას ჯერ არ დაუფიქსირებია კონკრეტული პოზიცია ჯონსონის შეთავაზებაზე.

მსგავსი თემები