„მაიმუნის ყვავილის“ სამიზნე ჯგუფი ბავშვები და ორსულებია – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

ევროპაში გავრცელებულ ახალ ვირუსთან – „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა მედიაცენტრ მთავარში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვირუსი ძირითადად ევროპის ქვეყნებში ვრცელდება.

ინფექციონისტის ინფორმაციით, 13 მაისიდან, მსოფლიოს მასშტაბით, „მაიმუნის ყვავილის“ 300-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული.

„13 მაისიდან დაიწყო „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის აფეთქება. პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები არ უკავშირდება აფრიკის კონტინენტს. აქამდე, კონცენტრირებული იყო აფრიკის ქვეყნებში ან უკავშირდებოდა აფრიკაში მოგზაურობას ან აფრიკიდან იმპორტირებულ ცხოველებთან კონტაქტს. დღეს უკვე გავრცელებულია ევროპის კონტინენტზე, აშშ-შიც არის შემთხვევები, კანადაშიც და ავსტრალიაშიც. 3 დღის წინ დაფიქსირდა საუდის არაბეთშიც, შესაბამისად, ძალიან ბევრი რეგიონია მოცული. დადასტურდა ჩეხეთსა და სლოვენიაშიც“ – განაცხადა ინფექციონისტმამედიაცენტრ მთავარში“.

როგორც მაია ბუწაშვილმა აღნიშნა,  50 წელს გადანაწილებულები, ამ ვირუსის მიმართ იმუნურები არიან.

„50 წელს გადაცილებულები აცრილები არიან ყვავილზე. ვინც ყვავილზე არის აცრილი, გარკვეულწილად დაცულია „მაიმუნის ყვავილის“ მიმართაც, ამიტომ მოსახლეობის ეს ფენა იმუნურია“,- განაცხადა მაია ბუწაშვილმა მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები