სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებიაქციას მართავენ

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ხელფასების 100 პროცენტიანი მატების მოთხოვნით, აქციას მართავენ. ისინი პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წინ შეიკრიბნენ.

მათი ცნობით, უკვე ერთი თვეა, მოეხსნათ დანამატი, რომელსაც სახელმწიფო კოვიდპროგრამის გათვალისწინებით გასცემდა.

სამედიცინო დახმარების თანამშრომლები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აპირებენ, რომ პერმანენტული აქციები გამართონ. მათ მორიგი აქცია სამშაბათს, 12:00 საათისთვის ჯანდაცვის სამინისტროსთან დააანონსეს.

მსგავსი თემები