,,ეს ქვეყანა არ იმსახურებს არაჟნის კონტეინერით უკანასკნელი კონტრაბანდისტივით შემოპარულ ყოფილ პრეზიდენტს” – ნიკოლოზ სამხარაძე

,,მსურს, ტრიბუნა გამოვიყენო საგარეო პოლიტიკაზე სასაუბროდ, თუმცა ბატონ დავითს მინდა, ვუთხრა, კიდევ რას არ იმსახურებს ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა არ იმსახურებს იმ ოპოზიციას, რომელმაც 6 თვის განმავლობაში სრულიად უსაფუძვლოდ აჯანჯღარა ქვეყნა, არ იმსახურებს არაჟნის კონტეინერით უკანასკნელი კონტრაბანდისტივით შემოპარულ ყოფილ პრეზიდენტს და თქვენს ლიდერს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე გამოეხმაურა პარლამენტში დავით უსუფაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, სადაც ამბობს: საქართველო არ იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ქვეყანაში ამკვიდრებს არაევროპულ ცხოვრების სტილს, არაევროპულ პოლიტიკურ სისტემას, არაევროპულ ღირებულებებს, არაევროპულ ინსტიტუტებს, არაევროპულ სახელისუფლებო სისტემას. აი, ამას არ იმსახურებს ქართველი ხალხი და საქართველო.

„ორი დღის წინ ამ დარბაზში, ოპოზიციის მოთხოვნით დაინიშნა პოლიტიკური დებატები, სადაც გვექნებოდა შესაძლებლობა, რომ საგნობრივად გვესაუბრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. სამწუხაროდ, ოპოზიციის წარმომადგენლებს არანაირი მოსაზრებები არ ჰქონდათ სიღრმისეული დისკუსიისთვის. საბოლოო ჯამში, როგორც ერთ ცნობილ ქართულ კინოფილმში „ფეოლაში“ ერთი ცნობილი სცენაა, ბავშვები თოთხმეტით ნოლს წააგებენ, ასეთი გალახული ბავშვებივით დატოვეს დარბაზი. დღეს მსურს, ტრიბუნა გამოვიყენო საგარეო პოლიტიკაზე სასაუბროდ, თუმცა ბატონ დავითს მინდა, ვუთხრა, კიდევ რას არ იმსახურებს ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა არ იმსახურებს იმ ოპოზიციას, რომელმაც 6 თვის განმავლობაში სრულიად უსაფუძვლოდ აჯანჯღარა ქვეყნა. ერთი მტკიცებულებაც ვერ მოიტანა არჩევნების გაყალბების და საბოტაჟი მოუწყო საკუთარ ხალხს. იცით, კიდევ რას არ იმსახურებს? არ იმსახურებს არაჟნის კონტეინერით უკანასკნელი კონტრაბანდისტივით შემოპარულ ყოფილ პრეზიდენტს და თქვენს ლიდერს“, – განაცხადა სამხარაძემ.

 

 

მსგავსი თემები