უკრაინა დღეს 4 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას გეგმავს

უკრაინა დღეს, ზაპოროჟიეს მიმართულებით 4 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას აპირებს. ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, თუ არსებული ვითარებით უსაფრთხოება გარანტირებული იქნება, ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება. ცნობისთვის, ამ დროისთვის, 156 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა ალყაში მოქცეული აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან და მარიუპოლის მიმდებარე ტერიტორიებიდან.

მეტი...

„საერთაშორისო პარტნიორებს ვიყენებთ იმისათვის, რომ მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ ხელისუფლებაზე”- ბაჩო დოლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისია შექმნაში , საერთაშორისო პარტნიორები უნდა ჩაერთონ . ოპოზიციონერის განცხადებით, მხოლოდ მათ შეუძლიათ გავლენა იქონიონ ხელისუფლების გადაწყვეტილებზე. „საერთაშორისო პარტნიორებს ვიყენებთ იმისათვის, რომ მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ ხელისუფლებაზე, რათა მათ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. ჩემი გადმოსახედიდან, მხოლოდ მათ შეუძლიათ იმოქმედონ იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს“, – აცხადებს ბაჩო დოლიძე.

მეტი...

,,დახოცეს და აწამეს მშვიდობიანი მოქალაქეები”- ირინა ვენედიქტოვა

უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა  რუსეთის პრეზიდენტს  21-ე საუკუნის ომის მთავარი დამნაშავედ მოიხსენიებს. პროკურორმა რუსული ძალების ჩადენილ ომის დანაშაულებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი წამებას ომის ტაქტიკად იყენებს. “რაც საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში საუკეთესო რამ გვაქვს, ეს არის საერთო პასუხისმგებლობის ტერმინი. მაგალითად, თუ ვსაუბრობთ 64-ე მოტორიზებულ ბრიგადაზე, ბუჩაში ამ ბრიგადის 10 ჯარისკაცის მიმართ დავიწყეთ სისხლისსამართლებრივი დევნა წამების გამო. ეს ბრიგადაც აქ იყო ირპინში. გახსოვთ, რომ ერთი კვირის წინ პრეზიდენტმა პუტინმა პატივი მიაგო ამ ბრიგადას მათი საქმიანობისთვის კიევთან ახლოს? რა იყო მათი ქმედებები? დახოცეს და აწამეს მშვიდობიანი მოქალაქეები. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა იცოდა ამის შესახებ, შესაძლოა, ამის ბრძანებაც გასცა, მაგრამ…

მეტი...

,,მთელმა ქვეყანამ უნდა იცოდეს, რა მდგომარეობაშია ქვეყანა და სად ვიმყოფებით”- რომან გოცირიძე

,,ევროკავშირის კითხვარის შინაარსთან დაკავშირებით მთელმა ქვეყანამ უნდა იცოდეს, რა პირობებია შესასრულებელი, რა მდგომარეობაშია ქვეყანა და სად ვიმყოფებით,” – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ. ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის კითხვარზე გაცემული პასუხები უნდა გასაჯაროვდეს. „მოგვიწევს სერიოზული მუშაობა და პირველ რიგში ეს ეხება იმ გახმაურებულ საკითხებს, როგორიცაა სასამართლო რეფორმა, სამართლიანი არჩევნები, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. რაც შეეხება კითხვარის შინაარსს, მთელმა ქვეყანამ უნდა იცოდეს, რა პირობებია შესასრულებელი, რა მდგომარეობაშია ქვეყანა და სად ვიმყოფებით“, – აღნიშნავს რომან გოცირიძე.

მეტი...

ირპენში 290 ცხედარია ნაპოვნი

ირპენიდან ოკუპანტების გასვლის შემდეგ, ქალაქში 290 ცხედარი იპოვნეს. აღნიშნულ ინფორმაციას „CNN“ ქალაქის მერზე დაყრდნობით ავრცელებს. ოლექსანდრ მარკუშინის განცხადებით, 185 ცხედარი იდენტიფიცირებულია და მათი უმეტესობა მამაკაცია. როგორც მედია იტყობინება, გარდაცვლილებს სასიკვდილო ჭრილობები იარაღით აქვთ მიყენებული. ქალაქის მერის ინფორმაციით, ხუთი ადამიანი ბავშვთა განვითარების ცენტრის ეზოშია მოკლული.

მეტი...

დონეცკში დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს  რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიში განახორციელეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, აფეთქებები იყო ლვოვში, სადაც რკინიგზის ორი ქვესადგური დაზიანდა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მოსახლეობის ნაწილს. დონეცკში დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 27. ამასთან, ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხერსონზეც. დაიღუპა 1 და დაშავდა 4 ადამიანი.

მეტი...

,,აზოვსტალის” ქარხნიდან 156 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

,,აზოვსტალის ქარხნიდან 156 ადამიანია გამოყვანილი და ყველა მათგანი ზაპოროჟიეში უსაფრთხოდ იმყოფება” – აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში გაავრცელა . ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ მარიუპოლიდან სხვა მოქალაქეების გამოყვანაც მოხერხდება. “ჩვენ, საბოლოოდ, მარიუპოლიდან, აზოვსტალის ქარხნიდან ევაკუაციის ოპერაციის პირველი შედეგი მივიღეთ. ამ ევაკუაციის ორგანიზება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამას დიდი ძალისხმევა, ხანგრძლივი მოლაპარაკებები და სხვადასხვა შუამავალი დასჭირდა. დღეს ზაპოროჟიეში 156 ადამიანი ჩავიდა, ქალები და ბავშვები. ისინი აზოვსტალში, თავშესაფრებში 2 თვეზე მეტხანს იყვნენ. ეს ადამიანები სრულიად უსაფრთხოდ არიან. ისინი ყველა საჭირო დახმარებას მიიღებენ. დიახ, ჩვენ მოვახერხეთ ცეცხლის შეწყვეტა თითქმის სამი დღის განმავლობაში, რათა ჰუმანიტარულ…

მეტი...

წუხელ მიწისძვრა მოხდა

02:43 საათზე, საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  მიწისძვრის ეპიცენტრი ისე ქვემო ქართლი, სოფელი სამება იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.7 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

„უკრაინისთვის აღჭურვილობის მიწოდება არ შეფერხდება“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მტკიცედ უჭერს მხარს უკაინისთვის შეიარაღების მიწოდებას. გუშინდელი, ვლადიმერ პუტინის განცხადების საპასუხოდ, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეფერხდება. რაც შეეხება პუტინს, მისი განცხადებით კი, ვინც უკრაინას იარაღით ამარაგებს, ისინი უკრაინის მტრები არიან. „თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისტორიის გამოცდილებით,  ისინი მოდიან, მოდიან. მათი მადა ძალაუფლების მიმართ იზრდება. “ჩვენ დავრწმუნდით, რომ უკრაინაში აღჭურვილობის მიწოდება არ შეფერხდება. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჩვენ 3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების უსაფრთხოების დახმარება გავგზავნეთ ქვეყანაშ.  ეს არ ითვალისწინებს ჩვენი მოკავშირეების მიერ გაწეულ დახმარებას. ეს ფული პირდაპირი ინვესტიციაა…

მეტი...

მოლოდინი, რომ რუსეთი თავს სხვა ქვეყანასაც დაესხმება, მაღალია

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა თავდასხმა სხვა ქვეყნებზეც განახორციელოს. როგორც კანცლერი აცხადებს, ეს საფრთხე ყველა იმ ქვეყანასთან არსებობს, ვინც ნატოში ინტეგრეციას გადაწყვეს. „უკრაინაში საერთაშორისო სამართლის დარღვევის გათვალისწინებით, ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს არ დაესხმება თავს. გერმანია მხარს დაუჭერს ფინეთსა და შვედეთს, თუ ისინი ნატოში გაწევრიანებას გადაწყვეტენ. ვერავინ იფიქრებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა, სხვა შემთხვევებში ძალადობით არ დაარღვევენ საერთაშორისო სამართალს“, – აცხადებს შოლცი.  

მეტი...