„საერთაშორისო პარტნიორებს ვიყენებთ იმისათვის, რომ მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ ხელისუფლებაზე”- ბაჩო დოლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისია შექმნაში , საერთაშორისო პარტნიორები უნდა ჩაერთონ . ოპოზიციონერის განცხადებით, მხოლოდ მათ შეუძლიათ გავლენა იქონიონ ხელისუფლების გადაწყვეტილებზე.

„საერთაშორისო პარტნიორებს ვიყენებთ იმისათვის, რომ მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ ხელისუფლებაზე, რათა მათ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. ჩემი გადმოსახედიდან, მხოლოდ მათ შეუძლიათ იმოქმედონ იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს“, – აცხადებს ბაჩო დოლიძე.

მსგავსი თემები