უკრაინა დღეს 4 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას გეგმავს

უკრაინა დღეს, ზაპოროჟიეს მიმართულებით 4 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას აპირებს.

ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, თუ არსებული ვითარებით უსაფრთხოება გარანტირებული იქნება, ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, 156 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა ალყაში მოქცეული აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან და მარიუპოლის მიმდებარე ტერიტორიებიდან.

მსგავსი თემები