დონეცკში დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს  რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიში განახორციელეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, აფეთქებები იყო ლვოვში, სადაც რკინიგზის ორი ქვესადგური დაზიანდა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მოსახლეობის ნაწილს.

დონეცკში დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 27. ამასთან, ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხერსონზეც. დაიღუპა 1 და დაშავდა 4 ადამიანი.

მსგავსი თემები