„უკრაინისთვის აღჭურვილობის მიწოდება არ შეფერხდება“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მტკიცედ უჭერს მხარს უკაინისთვის შეიარაღების მიწოდებას. გუშინდელი, ვლადიმერ პუტინის განცხადების საპასუხოდ, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეფერხდება. რაც შეეხება პუტინს, მისი განცხადებით კი, ვინც უკრაინას იარაღით ამარაგებს, ისინი უკრაინის მტრები არიან.

„თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისტორიის გამოცდილებით,  ისინი მოდიან, მოდიან. მათი მადა ძალაუფლების მიმართ იზრდება.

“ჩვენ დავრწმუნდით, რომ უკრაინაში აღჭურვილობის მიწოდება არ შეფერხდება. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჩვენ 3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების უსაფრთხოების დახმარება გავგზავნეთ ქვეყანაშ.  ეს არ ითვალისწინებს ჩვენი მოკავშირეების მიერ გაწეულ დახმარებას. ეს ფული პირდაპირი ინვესტიციაა თავად თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად“, – აცხადებს ბაიდენი.

პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინა საკუთარი მომავლისთვის იბრძვის.

“ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორებთან ერთად ცდილობს, დარწმუნდეს, რომ უკრაინელებს, რომლებიც საკუთარი მომავლისთვის იბრძვიან, აქვთ იარაღი, შესაძლებლობები და აღჭურვილობა, რათა დაიცვან თავი პუტინის საზარელი ომისგან” – აღნიშნა ჯო ბაიდენმა ალაბამაში, იარაღის მწარმოებელ ქარხანაში სტუმრობისას.

მსგავსი თემები