ირპენში 290 ცხედარია ნაპოვნი

ირპენიდან ოკუპანტების გასვლის შემდეგ, ქალაქში 290 ცხედარი იპოვნეს. აღნიშნულ ინფორმაციას „CNN“ ქალაქის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოლექსანდრ მარკუშინის განცხადებით, 185 ცხედარი იდენტიფიცირებულია და მათი უმეტესობა მამაკაცია. როგორც მედია იტყობინება, გარდაცვლილებს სასიკვდილო ჭრილობები იარაღით აქვთ მიყენებული.

ქალაქის მერის ინფორმაციით, ხუთი ადამიანი ბავშვთა განვითარების ცენტრის ეზოშია მოკლული.

მსგავსი თემები