,,დახოცეს და აწამეს მშვიდობიანი მოქალაქეები”- ირინა ვენედიქტოვა

უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა  რუსეთის პრეზიდენტს  21-ე საუკუნის ომის მთავარი დამნაშავედ მოიხსენიებს. პროკურორმა რუსული ძალების ჩადენილ ომის დანაშაულებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი წამებას ომის ტაქტიკად იყენებს.

“რაც საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში საუკეთესო რამ გვაქვს, ეს არის საერთო პასუხისმგებლობის ტერმინი. მაგალითად, თუ ვსაუბრობთ 64-ე მოტორიზებულ ბრიგადაზე, ბუჩაში ამ ბრიგადის 10 ჯარისკაცის მიმართ დავიწყეთ სისხლისსამართლებრივი დევნა წამების გამო. ეს ბრიგადაც აქ იყო ირპინში. გახსოვთ, რომ ერთი კვირის წინ პრეზიდენტმა პუტინმა პატივი მიაგო ამ ბრიგადას მათი საქმიანობისთვის კიევთან ახლოს? რა იყო მათი ქმედებები? დახოცეს და აწამეს მშვიდობიანი მოქალაქეები. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა იცოდა ამის შესახებ, შესაძლოა, ამის ბრძანებაც გასცა, მაგრამ ის არის აბსოლუტურად პასუხისმგებელი, როგორც მთავარსარდალი.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ აგრესიის დანაშაულზე, ყველამ ვიცით, ვინ დაიწყო ეს ომი და ეს ადამიანი არის ვლადიმერ პუტინი. მას დაეხმარა ყველა სხვა – ჩვენ ახლა გვყავს 600-ზე მეტი ეჭვმიტანილი მაღალი დონის პოლიტიკოსებიდან, სამხედროებიდან, პროპაგანდისტული აგენტებიდან, რომლებიც მას ეხმარება.” – განაცხადა ირინა ვენედიქტოვამ.

მსგავსი თემები