მოლოდინი, რომ რუსეთი თავს სხვა ქვეყანასაც დაესხმება, მაღალია

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა თავდასხმა სხვა ქვეყნებზეც განახორციელოს. როგორც კანცლერი აცხადებს, ეს საფრთხე ყველა იმ ქვეყანასთან არსებობს, ვინც ნატოში ინტეგრეციას გადაწყვეს.

„უკრაინაში საერთაშორისო სამართლის დარღვევის გათვალისწინებით, ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს არ დაესხმება თავს. გერმანია მხარს დაუჭერს ფინეთსა და შვედეთს, თუ ისინი ნატოში გაწევრიანებას გადაწყვეტენ. ვერავინ იფიქრებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა, სხვა შემთხვევებში ძალადობით არ დაარღვევენ საერთაშორისო სამართალს“, – აცხადებს შოლცი.

 

მსგავსი თემები