„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი შალიკოს ტყუპი ძმა გახდა” – ბიძინა ივანიშვილი

აბა ნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი – შალიკოს ტყუპი ძმა გახდა. რასაც გინდა, იმას ამბობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, ოპოზიცია უნდა გაჯანსაღდეს და ძალადობაზე უარი თქვას. „ეს კაცი მართავდა. საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, როგორი წარმოდგენა ჰქონდათ ევროპაში და ამერიკაში. როგორ ახერხებდნენ ისინი შავი თეთრად გაეყიდათ. რა ფესვები ამოვძირკვეთ ყოველგვარი ნაკაწრის გარეშე, არათუ სისხლის გარეშე. დღეს არცერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი მას ხელს არ ჩამოართმევს. რომელ ქვეყანას გაიხსენებთ, რომ პრეზიდენტი რამდენიმე საქმეში მსჯავრდებულია, დევნაშია, ასევე მთავარი პროკურორი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი. დამისახელეთ ქვეყანა, თუ მსგავსი თანამდებობის პირები…

მეტი...

“Pfizer​-ის ვაქცინის დიდი რაოდენობით მიღება საქართველოს მსგავს ქვეყანას გაუჭირდება” – თენგიზ ცერცვაძე

Pfizer​-ის ვაქცინის დიდი რაოდენობით მიღება საქართველოს მსგავს ქვეყანას გაუჭირდება – საკუთარ მოსაზრებას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აფიქსირებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი. თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ Pfizer​-ის ვაქცინის შენახვა აუცილებლად -80 გრადუსზე უნდა მოხდეს, რისი დიდი რესურსიც საქართველოს არ აქვს. “საქართველოში შემოტანილი იქნება, მოხერხდება Pfizer​-ის ვაქცინის რაღაც რაოდენობა. მილიონისთვის და 2 მილიონისთვის, საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა Pfizer​-ის არ ეყოფა, იმიტომ, რომ ამ რაოდენობის -80 გრადუსიანი მაცივრები არ არის. ოპტიმალური იქნება, რომ შემოიტანონ Pfizer​-ის ვაქცინის რაღაც მცირე რაოდენობა და ამ მცირე რაოდენობით აიცრას მთავარი რისკის ჯგუფები,” – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. ამ ეტაპზე საქართველო ვაქცინის შესაძენად COVAX-ის პლატფორმის საშუალებით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს Pfizer​-თან და AstraZeneca-სთან.

მეტი...

გაცილებით ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი, მოიხადა ვალი“ – ბიძინა ივანიშვილი

„ნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, შალიკოს ტყუპი ძმა გახდა. საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, როგორი წარმოდგენა ჰქონდათ ევროპასა და ამერიკაში, როგორ ახერხებდნენ ისინი, შავი თეთრად გაეყიდათ, რა ფესვები ამოვძირკვეთ ჩვენ ყოველგვარი განაკაწრის გარეშე. დღეს არცერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი მას ხელს არ ჩამოართმევს“ – ავხადებს ბიძინა ივანიშვილი. მისივე შეფასებით, ყველაზე ღირსეულად ვანო მერაბიშვილი მოიქცა, რომელმაც ვალი მოიხადა. „გაიხსენეთ, რამდენიმე საქმეზე მსჯავრდებული პრეზიდენტი, სამივე დონის სასამართლოთი მისჯილი აქვს, დევნაშია. მთავარი პროკურორი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, დამისახელეთ ქვეყანა, სადაც მსგავსი თანამდებობის პირები დასჯილან და ამ დროს დემოკრატიის მიმართულებით ევროპა ტაშს უკრავს „ქართულ ოცნებას“. ეს არის ის,…

მეტი...

„არც ერთი მიმართულებით პროფესიონალები არ გვყფნის“ – ბიძინა ივანიშვილი

პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე ძალა უცებ ვერ გაჩნდება, რადგან ამის რესურსი არ არსებობს“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინ ივანიშვილმა განაცხადა.  მისივე თქმით, ახლით ჩანაცვლებაც ვერ მოხერხდა სწრაფად. „ეკონომიკაში კარგად გვესმის ჩვენი სიღარიბე, აქ გვგონია, რომ მდიდრები ვართ, ძირითადად ყველა ხელმოცარული პოლიტიკაში მოდის. არაფერი შეუქმნია, არაფერი გაუკეთებია, ჰგონია, რომ ყველაზე იოლი პროფესიაა ეს, მოდის და ყვირილს იწყებს, ცრუობს. სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ არც ერთი მიმართულებით პროფესიონალები არ გვყოფნის. ყველაზე დიდი ტრაგედიაა სწორედ ე არის. ის, რომ ჩვენ განათლების რეფორმით ამხელა ნაბიჯი გადავდგით, გმირობის ტოლფასია. ეს შეიძლება იყოს ხსნა…

მეტი...

“პარლამენტში რომ შევიდა „ქართული ოცნება,“ წყლის დასალევად ამოსვლა ეშინოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს” – ბიძინა ივანიშვილი

„პარლამენტში რომ შევიდა „ქართული ოცნება“ 2012 წელს, წყლის დასალევად ამოსვლა ეშინოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ეგონათ, რომ მათსავით მოვექცეოდით, მესამე-მეოთხე თვეს, ჩვენი ხელწერა რომ დაინახეს, ჩვენებს აღარ უშვებდნენ წყლის დასალევად“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინ ივანიშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, დღევანდელი ოპოზიცია ძალიან სუსტია და მას გაჯანსაღება სჭირდება. „თეორიულად, არ მიყვარს არანაირი რევოლუცია. ევოლუციურად უნდა განვითარდეს საზოგადოება. ეს პროცესი ხდება ახლა. ჩვენი ოპონენტებისგან უეცრად რაღაც საუკეთესოს ვერ მივიღებთ. ოპონენტების ძირითადი ნაწილი მყავს მხედველობაში, თუმცა ახალი ძალებიც გამოჩნდნენ და რატომღაც, ისინიც მათ ხელწერას ირჩევენ. ამათგან უეცრად რაღაც განსხვავებულ პროდუქტს…

მეტი...

„დაცვას ყოველ დილით ახალ-ახალ ინფორმაციას უყრიდნენ „მეგობრები“, ახლა იმ ხიდს რომ გადაივლით, იქ აგაფეთქებენო“ – ბიძინა ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პოლიტიკაში მისი მოსვლის დროს უდიდესი რისკები არსებობდა. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში 2011-2012 წლის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოსვლით, პირდაპირი მნიშვნელობით, საკუთარი სიცოცხლე გადადო. „რისკები იყო უდიდესი. ჩემს დაცვის უფროსს ვეუბნებოდი, შენ შეგიძლია, ჩახვიდე მანქანიდან, გინდა, ფეხით გადავალ ხიდზე, არ მეშინიამეთქი. გამოუცდელი ახალგაზრდები იყვნენ, ყველა დილით ახალ-ახალ ინფორმაციას უყრიდნენ „მეგობრები“, რომ, აი, ახლა იმ ხიდს რომ გადაივლით, იქ აგაფეთქებენ. მოვიდოდა დილით და ვეტყოდი, ნუ გეშინიათ, მე გადავალ პირველიმეთქი. თუმცა, დღეს ამბობენ, რომ ეშინია პასუხისმგებლობის და იმიტომ მიდისო. სადაც გაცლაა საჭირო, მე იქ ვეცლები,…

მეტი...