გაცილებით ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი, მოიხადა ვალი“ – ბიძინა ივანიშვილი

„ნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, შალიკოს ტყუპი ძმა გახდა. საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, როგორი წარმოდგენა ჰქონდათ ევროპასა და ამერიკაში, როგორ ახერხებდნენ ისინი, შავი თეთრად გაეყიდათ, რა ფესვები ამოვძირკვეთ ჩვენ ყოველგვარი განაკაწრის გარეშე. დღეს არცერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი მას ხელს არ ჩამოართმევს“ – ავხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მისივე შეფასებით, ყველაზე ღირსეულად ვანო მერაბიშვილი მოიქცა, რომელმაც ვალი მოიხადა.

„გაიხსენეთ, რამდენიმე საქმეზე მსჯავრდებული პრეზიდენტი, სამივე დონის სასამართლოთი მისჯილი აქვს, დევნაშია. მთავარი პროკურორი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, დამისახელეთ ქვეყანა, სადაც მსგავსი თანამდებობის პირები დასჯილან და ამ დროს დემოკრატიის მიმართულებით ევროპა ტაშს უკრავს „ქართულ ოცნებას“. ეს არის ის, რითაც შემიძლია ვიტრაბახო. ეს მოვახერხეთ ჩვენ. ყველა წელიწადს იქაჩება, ჩამოვალო, გაცილებით ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი, მოიხადა ვალი. ამაზე უარის მთქმელები გაჩნდებიან ოპოზიციაში. მთვარიდან ვერავის მოვიყვანთ, უნდა შევეგუოთ იმას, რომ გაჯანსაღდეს ოპოზიცია და გაიგოს, რომ ძალადობაზე უარი უნდა თქვას. ძალადობდნენ ხელისუფლებაშიც და ახლაც. პარლამენტში რომ შევიდა „ქართული ოცნება“ 2012 წელს, წყლის დასალევად ამოსვლა ეშინოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. თავისნაირად ეგონათ, თუ მოვექცეოდით. მესამე-მეოთხე თვეს, ჩვენებს აღარ უშვებდნენ წყლის დასალევად, ჩვენი ხელწერა რომ დაინახეს. ახლა იქიდან ძალადობენ, გინდა თუ არა ჩვენ უნდა მოვიდეთო. ნახეს, რომ არაფერი გამოდის“, –  განაცხადა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები