უკრაინაში სულ 6 რუსი გენერალი მოკლეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელია განცხადებით, უკრაინაში 6 რუსი გენერალი დაიღუპა. როგორც მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რუსული ჯარი სამოქალაქო პირებზე ნადირობს.

„მოკლულია 6 გენერალი: გენერალ-მაიორი თუშაევი, გერასიმოვი, კოლესნიკოვი, სუხოვეცკი, მიტიაევი და გენერალ-ლეიტენანტი მორდვიჩევი. ათობით პოლკოვნიკი და სხვა ოფიცერი. ე.ი. რუსეთის ფედერაციის არმია სრულიად მოუმზადებელია და იბრძვის მხოლოდ ხალხის სიმრავლითა და საკრუიზო რაკეტებით“, – აცხადებს პოდოლიაკი.

 

მსგავსი თემები