ელისაბედ მეორე სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, ექიმები მისი ჯანმრთელობის გამო შეშფოთებული არიან

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ბალმორალში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, რადგან ექიმები მისი ჯანმრთელობის გამო შეშფოთებული არიან.

„ამ დილის შემოწმების შემდეგ, დედოფლის ექიმები შეშფოთებულები არიან მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის გამო და გასცეს მისი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ დატოვების რეკომენდაცია“, – ნათქვამია ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი.

”ჩემი ფიქრები – და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის ფიქრები – ამ დროს მის უდიდებულესობა დედოფალთან და მის ოჯახთანაა”, – აღნიშნა ლიზ ტრასმა.

 

მსგავსი თემები