„თუ ეს მცდელობები წარუმატებლად დასრულდა, ეს ნიშნავს მესამე მსოფლიო ომი“, – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აცხადებს, რომ მან, ომის დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს. ზელენსკის თქმით, თუ ორი პრეზიდენტის მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი ვიხილოთ.

„მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებისთვის. მოლაპარაკებების გარეშე ჩვენ ვერ დავასრულებთ ამ ომს. თუ არსებობს 1%,  რომ ეს ომი შევაჩეროთ, ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ უდანაშაულო ადამიანებს.

ჩვენ დავამტკიცეთ, ხალხისა და ჩვენი არმიის ღირსება, დავამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ძლიერი დარტყმით ვუპასუხოთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ღირსება არ კმარა უდანაშაულოთა სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შანსი, რათა გვქონდეს მოლაპარაკების, პუტინთან საუბრის შესაძლებლობა. მაგრამ თუ ეს მცდელობები წარუმატებლად დასრულდა, ეს ნიშნავს, რომ ეს არის მესამე მსოფლიო ომი“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები