ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაკავებულია 3 ადგილობრივი

ე.წ. საზღვრიდან ადგილობრივი მოსახლეობის დატაცება გრძელდება. ამჯერად ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ბრალდება ამჯერადაც ე.წ. საზღვრის გადაკვეთაა.

დაკავებულები არიან: 38 წლის ედნარ მსხალაძე, 41 წლის ლეიმონა დვალიშვილი და 68 წლის მანსურ პეტრენდიშვილი. ისინი სოფელ დისევის და სოფელ არცევის მახლობლად დააკავეს.

როგორც ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, ედნარ მსხალაძე ქართულ მხარეს საჯარიმო სანქციების გარეშე გადაეცა, დვალიშვილისა და პეტრენდიშვილის საქმეები კი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა ცხინვალის რაიონულ სასამართლოს გადასცა.

მსგავსი თემები