“ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა დარჩება თუ არა ციხეში, მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზებზე ვსაუბრობთ” – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ქვეყანაში უნდა შეძლოს გამოწვევებზე პასუხის გაცემა.

მისივე თქმით, ამნისტიის კანონზე მსჯელობა მიმდინარეობს.

“შეთანხმების მიღწევა იყო მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი. პროცესი წინ მიდის. მტკივნეული პერიოდი იყო 2019-2020, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ადვილი არ იყო კომპრომისის მიღწევა. ამნისტიის კანონზე მიდის მსჯელობა. ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა დარჩება თუ არა ციხეში. მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზებზე ვსაუბრობთ. ქვეყანამ უნდა შეძლოს უდიდეს გამოწვევებზე პასუხის გაცემა,” – აღნიშნა დეგნანმა.

მსგავსი თემები