თბილისის მეტრო ამუშავდა – კახა კალაძე მადლობას უხდის მემანქანეებს, ავტობუსის მძღოლებსა და მოსახლეობას 

თბილისის მერ კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს და დედაქალაქის მეტრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ხოლო მათთვის ხელფასების გაზრდის მოთხოვნაზე მუშაობას თბილისის მთავრობა 2019 წელს დაიწყებს. ​როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს განაცხადა, იგი გუშინ ღამით შეხვდა მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეებს და დეტალურად გააცნო როგორც სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, ასევე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაძლებლობები. ​თბილისის მერმა მემანქანეებისგან მოისმინა მათი პრობლემების შესახებ და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა. “​​ამ მიმართულებით რომ საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, ყოველ ჩემს განცხადებაში ვაფიქსირებ. ​მადლობა ყველა მემანაქენს, რომლებმაც გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და შედგა შეთანხმება, მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და მეტრო დღეს, ჩვეულ რეჟიმში…

მეტი...

ყოფიანის ქუჩაზე კლდის ჩამოშლასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყება – თბილისის მერი 

 თბილისში, ყიფიანის ქუჩაზე კლდის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის დევალებით, ზედამხედველობის სამსახური მოკვლევა დაიწყებს, თუ რა კვლევების საფუძველზე წარიმართა სამშენებლო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე. თბილისის მერმა კახა კალაძემ, თავის მოადგილე ილია ელოშვილსა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელებს დაავალა, დღევე დაიბარონ სამშენებლო კომპანიის ხელმძღანელები და განიხილონ ყველა დოკუმენტაცია. “იცით, რომ ყიფიანის ქუჩაზე, სადაც სასტუმრო შენდება, ჩამოიშალა კლდე. შეისწავლეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო მერიაში, რა კვლევებს ეფუძნებოდა და როგორ წარიმართა სამშენებლო სამუშაოები. დღის ბოლომდე გვქონდეს სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ. აღსანიშნავია, რომ მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქუჩაზე კლდის მასა ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ…

მეტი...