პარლამენტთან დაშავებულებს შორის დეპუტატი ანა წითლიძეა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან სასწრაფო დახმარების ბრიგადები აქტიურდ მუშაობენ. ისინი ე.წ. წიწაკის სპრეით დაზარალებულ აქციის მონაწილეებს სათანადო დახმარებას უწევენ. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების დასაშლელად „წიწაკის სპრეი“ რამდენჯერმე გამოიყენა, რა დროსაც აციის მონაწილეები დაშავდნენ.

„მამუკა მდინარაძე, ბიძინა, ეს მოგწონთ? გგონია, ეს რომ დაგვმართე, ჩვენს ახალგაზრდებს ამით უკან დაგვხევ? ცოტა აზრზე მოვალ და ისევ იქ დავდგები“  – ასე მიმართა დეპუტატმა წითლიძემ უმრავლესობას.

 

მსგავსი თემები