ანგელა მერკელთან ერთად საქართველოში გერმანელი ბიზნესმენებიც ჩამოვლენ

 „პოლიტიკურის გარდა ეს ვიზიტი მოიცავას ეკონომიკურ კომპონენტსაც. ქალბატონ მერკელს ჩამოჰყვებიან ბიზნესის წარმომადგენლები, რომტება. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღებენ ქართული კომპანიებიც“ – აცხადებს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე.

პრემიერის შეფასებით,  გერმანიის კანცლერის  საქართველოში ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და ეს დასტურია იმისა, რომ ევროპა საქართველოს გვერდით დგას.

„ეს გახლავთ ქალბატონი კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მაღალი დონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის ხარისხს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გერმანიის კანცლერი საქართველოს 10 წლის წინაც სტუმრობდა. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით,  საქართველოში კიდევ ერთი ვიზიტი ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

„ეს არის კიდევ ერთხელ მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების, ასევე, იმ საგარეო პოლიტიკური კურსის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, არის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის“,- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისივე შეფასებით,  შეხვედრაზე საუბარი ეკონომიკური  და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გარღმავებასაც შეეხება.

„რეგიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და ამ თვალსაზრისითაც, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია და ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ იქნება ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში“,-აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი თემები