დუშეთში  ისტორიული უბნები განახლდება

რეგიონული განვითარებისთვის საქართველომ  მსოფლიო ბანკისგან  მორიგი დაფინანსება  მიიღო.  თანხის ნაწილი  დუშეთის ისტორიული უბნების  განახლებისთვის დაიხარჯება. პროექტი ძველ შენობა-ნაგებობების პირვანდელი, ისტორიული სახით აღდგენას ითვალისწინებს.  ასევე, გათვალისწინებულია ქუჩების კეთილმოწყობა და ახალი ასფალტობეტონის საფარის დაგება. როგორც „მთავარს“ სახელმწიფო რწმუნებულმა -გუბერნატორმა  მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ლევან ზაუტაშვილმა განუცხადა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონური განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში,  ქალაქ დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლება იწყება. მისივე ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან დაიწყებენ იმ შენობა – ნაგებობების მესაკუთრეებთან შეხვედრებს, რომელი შენობებიც პროექტში მოექცევა. მოსახლებას ინფორმაციას დეტალურად მიაწვდიან და მათ მოსაზრებებს მოისმენენ. „ პროექტი ხელს შეუწყობს ქალაქ დუშეთში ტურიზმის განვითარებას, რომელიც, პირველ რიგში,…

მეტი...

დუშეთში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

დუშეთის რაიონში, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ​როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დუშეთიდან სულ შესულია 22 შეტყობინება და ამ წუთებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. ამ დროისთვის წვიმს საქართველოს რამდენიმე რეგიონსა და თბილისში.

მეტი...