,,ვადა უნდა იყოს რეალური, რომ ქვეყანამ შეძლოს პირობების მაქსიმალურად შესრულება”- გურამ მაჭარაშვილი

ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლისთვის მოამზადებს – აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება. მისი შეფასებით, სტატუსის მისაღებად განსაზღვრული ექვს-თვიანი ვადა არ იყო რელევანტური და ევროკავშირმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„გახსოვთ, პოზიცია გვქონდა, რომ ექვს-თვიანი ვადა არ იყო რელევანტური, რომელიც სტატუსის მისაღებად ქვეყნებს ეძლევათ ხოლმე. შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც ერთი ან ორ-წლიანი პერიოდი მინიმუმ ჰქონდათ განსაზღვრული სტატუსის მისაღებად. კარგია, რომ ეს საკითხი დადგა ევროკავშირში, რადგან ვადა უნდა იყოს რეალური, რომ ქვეყანამ შეძლოს პირობების მაქსიმალურად შესრულება. ნებისმიერ საკითხი, რაც კი შეიძლება ქვეყნისთვის სასარგებლოდ იყოს გამოყენებული, ცდილობენ, ეს ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. თუ ევროკავშირში ჩაითვლება, რომ საქართველოს ვადა უნდა გადაეწიოს, რათა ევროკავშირში პოზიტიური მოლოდინი აქვთ, რომ ამ ვადაში მოესწროს რეკომენდაციების შესრულება, როგორ შეიძლება, ეს საკითხი მანიპულაციისთვის გამოიყენოს რადიკალურმა ოპოზიციამ? – საუბარი ხომ არ არის „ქართული ოცნების“ ვადაზე? – საუბარია საქართველოსთან მიმართებით ვადის გადაწევაზე. სუბიექტურად და პოლიტიკურად კარგია ოპოზიციის ასეთი არასწორი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რადგან რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ რადიკალური ოპოზიცია არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ცხადი ხდება მათი საჯარო განცხადებებიდან. მათი ანტისახელმწიფოებრივი კომენტარებით გვეხმარებიან, მეტი მტკიცებულებების წარმოდგენა არც კი გვჭირდება, რომ ეს ხალხი ნამდვილად ანტისახელმწიფოებრივად იქცევა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები