,,ვინც ამბობს: „დათმე მიწა მშვიდობისთვის“, მზადაა, თვალი დახუჭოს გენოციდზე”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ყველა ვინც უკრაინას მიუთითებს, დათმოს ტერიტორიები მშვიდობის სანაცვლოდ, მზად არის თვალი დახუჭოს გენოციდზე.

„1,6 მილიონი დეპორტირებული (260 000 ბავშვი), ფილტრაციის ბანაკები, წამება, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა – „რუსული სამყაროს“ ნამდვილი სისხლიანი სახეა. ყველა, ვინც ამბობს: „დათმე მიწა მშვიდობისთვის“, მზადაა, თვალი დახუჭოს გენოციდზე, რათა საინფორმაციო გამოშვებებში ცუდი ამბები არ ნახოს“, – წერს პოდოლიაკი ,,ტვიტერზე”.

მსგავსი თემები